III საუკუნის 20 -იან წლებში დიდი ცვლილებები მოხდა აზიაში. პართიის სამეფო გაანადგურა სასანურმა ირანმა. ამავე დროს სულ უფრო ძლიერდებოდა კრიზისი რომში.
III საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის სამეფოს სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია. თანდათანობით ძლიერდება სასანური ირანი , ირანმა დაამარცხა რომი და დაიკავა სომხეთი. ქართლის მეფემ ამაზასპიმ ირანელების თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით თავი ირანის ვასალად გამოაცხადა.
III საუკუნის 80-90 იან წლებში ირანელებმა რომთნ ომში მარცხი განიცადეს და ქართლიც და სომხეთც დათმეს. 298 წ. რომსა და სპარსეთს შორის დაიდო ნიზიბინის ორმოცწლიანი ზავი, რომლითაც სპარსეთმა ცნო რომის უპირატესობა სომხეთსა და იბერიაზე. ზავის პირობების თანახმად, სამეფო ნიშნები ქართლის მეფეებს რომაელებისაგან უნდა მიეღოთ . ამრიგად, მირიანი ძალაუნებურად ჩართული იქნებოდა იმ სამხედრო დაპირისპირებაში, რომელიც IV საუკუნის პირველმეოთხედში რომის იმპერატორ კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის არსებობდა. ევსევი კესარიელი მიუთითებს, რომ ლიცინიუსისმხარეზე ბარბაროსი ხელმწიფეებიც იბრძოდნენ. ბუნებრივია, ამ ხელმწიფეთა შორის მირიანიც ვიგულისხმოთ. აღმოსავლეთ რომისმმართველის, ლიცინიუსის მოკავშირე იქნებოდა. 324 წელს კონსტანტინეს გაიმარჯვებას ლიცინიუსზე მირიანის პოზიციაზეზეგავლენა უნდა მოეხდინა. 324-325 წლებში მეფე და დედოფალი ქრისტიანობას აღიარებენ, რითაც კონსტანტინეს გარანტირებულიმხარდაჭერა მოიპოვეს. უთუოდ ამ მოვლენას ეხმიანება “მეფეთა ცხოვრების” ცნობა, რომ კონსტანტინემ ქრისტისნობსზე მოქცეულ მირიანს დაუბრუნა მანამადე მძევლად წაყვანილი ვაჟი ბაქარი.